26 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
დააკავეს ბარმენი, რომელმაც ტურისტს 15 ათასი ლარი მოპარა - კაფე-ბარებში თანხის გამოძალვის საქმეზე დაკავებები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კაფე-ბარებში თანხის გამოძალვის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, დაკავებულია კაფე "სკარპასის" ბარმენი არტუშ სარქისიანი. ის დაწესებულების მეპატრონესთან ერთად ჩინეთის მოქალაქის კუთვნილი ბარათიდან 15 ათას ლარის ქურდობაშია მხილებული. 

შსს-ში ფაქტი დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ედება, რაც ქურდობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თბილისში ორი ობიექტი - "სკარპსი" და "როიალი" დალუქა და ამასთან, ხელბორკილები დაადო კაფე "სკარპსის" მფლობელს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებებში მომხმარებლებს, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მენიუში შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ და თაღლითურად ეუფლებოდნენ მოქალაქეებს კუთვნილ ფულს.

გამოძიება თაღლითობის და ქურდობის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები