დმანისში მომხდარი ინცინდენტის დროს დაკავებული დავით დაუთაშვილის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. მოსამართლემ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს.
დაკავებულის მამა - მიხეილ დაუთაშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია, "კურიერთან" ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ექსპერტიზის დასკვნას კი პროცესზე წარადგენს.
"დოკუმენტაცია გადაგზავნილი მაქვს, ორჯერ მეწვინა ბავშვი ფსიქიატრიულში. ჩვენს შტაბთან ვიდექით, სადაც გამოიარა კახა ოქრიაშვილმა თავისი ზონდერებით, სიტყვიერი შეურაცხყოფით. მათ ჩემი შვილის მდგომარეობა ზედმიწევნით იცოდნენ. სპეციალურად გამოიწვიეს. რა თქმა უნდა, არ ვამართლებ ჩემი შვილის საქციელს, კანონი ყველასათვის ერთია. მაგრამ ხომ ხვდებით, რომ არაადეკვატურია ბავშვი და იმათმა გამოიწვიეს,"- აცხადებს დაკავებულის მამა, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი.
დაკავებულმა დავით დაუთაშვილმა, დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ცივი იარაღით ორი პირი დაჭრა.