ცხრა თვის შედეგებს აჯამებს ეროვნული სატყეო სააგენტო. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 500-ზე მეტი ფაქტი. მხოლოდ სექტემბერში კი, ეს მაჩვენებელი 40-ს აღემატება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე სატყეო რეფორმისა და რამდენიმე ასეული დამატებითი ტყის მცველის ჩართულობით, სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია დროულად ხდება.