20 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, ამირან გამყრელიძე კახეთში იმყოფება და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს

ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, კამპანია გრძელდება - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კახეთში იმყოფება.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ხვდება და პირადად აწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში ჩართვა. ამცრელ მობილურ ჯგუფთან ერთად, გამყრელიძე სოფელ ყარაჯალში იმყოფებოდა.

"დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სტუმრობს სოფელ ყარაჯალას, რომელიც ერთ-ერთი დიდი სოფელია თელავის რაიონში და დასახლებული ეთნიკური უმცირესობით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან სწორი ინფორმაციის მიტანა. ის ინფორმაცია, რომ აქ მდებარე სკოლის თითქმის 60% აცრილია, უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო პროცესის დასაწყებად,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები