20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ერგნეთში IPRM-ის 102-ე შეხვედრა მიმდინარეობს - რა საკითხებს დააყენებს ხელისუფლება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 102-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად დააყენებს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების საკითხებს. შეხვედრაზე განიხილება საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ტექნიკური შეხვედრის ფორმატი წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერთ-ერთ ინსტრუმენტს და ტარდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და პროცესის მონაწილე საერთაშორისო აქტორების ფასილიტაციით.

დღის ამბები