ხაშურში "ქართული ოცნების" აქტივისტი ქალი, გიორგი გახარიას პარტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
თავის მხრივ ჯონდო კაპანაძე როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მის საარჩევნო პლაკატებს თავად "ოცნების" აგიტატორი ხედვა.
ნონა გრიგალაშვილი უკვე დაკითხეს ხაშურის პოლიციაში მას სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
ორივე პარტიაში მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ და გმობენ ძალადობას.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც ძალადობას გულისხმობს.