16 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს "დატოვოს თანამდებობა", სანამ არ ვიცით რეალობა რაში მდგომარეობს - კახა კუჭავა

სავარაუდო ფარული ჩანაწერები საქმეს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა გამოეხმაურა.

კუჭავას განცხადებით, გამოძიებას უნდა დაველოდოთ და დადგინდეს ავთენტურობა.

"სამწუხაროდ, იმ რეალობის წინაშე ვდგავართ ბოლო პერიოდში, თუ რამე ხდება, პირველი რაც არის - თანამდებობის დატოვების მოთხოვნაა

არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს "დატოვოს თანამდებობა", სანამ ჯერ არ ვიცით რეალობა რაში მდგომარეობს. გამოძიების დადგენის შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული ყველა კანონდამრღვევის მიმართ, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა.

მივესალმები განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა, რომ მოწვეულია ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რათა კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები