"ქართული ოცნება" ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს აქციას და საავტომობილო გზის გადაკეტვას, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით.
ზაურ დარგალის თქმით, არსებული ხელწერა არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რადგან საავტომობილო გზის გადაკეტვამ შესაძლოა გამოიწვიოს დაპირისპირება მოსახლეობაში.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციას.