26 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
მოსალოდნელია შემდეგი ტალღის აღმავლობა - ეპიდემიოლოგები იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებლის პარალელურად, სიკვდილიანობის მატებას პროგნოზირებენ

ეპიდვითარება სტაბილურდება თუმცა მედიკოსები მდგომარეობას საყურადღებოდ მიიჩნევენ. რაც შეეხება აცრების რაოდენობას, გუშინ მხოლოდ 11 421 აცრა ჩატარდა.

იმუნიზაციის ტემპის შემცირებას საგანგაშოდ აფასებენ სპეციალისტები. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად არ გაგრძელდა, რესპირატორული ვირუსების სეზონის მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია გამწვავდება.

"თუ ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ისევ დავრჩით 10 000-დან 15 000 ვაქცინირებული ადამიანის მაჩვენებელზე და ვერ ავწიეთ ეს ციფრი 20 000-მდე, მოგვიწევს შეგუება იმ აზრთან, რომ ეს ციფრები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის იქნება მძიმე ტვირთი. ვერ გახდა ეს თემა ნომერ პირველი თემა ქვეყანაში. ვაქცინაცია არ გახდა ქვეყნის მთავარი ტკივილი, ქვეყნის მთავარი პრობლემა, ამიტომ გახდა შეუძლებელი ამის შესრულება და თუ ასეთივე მიდგომა დარჩება, არაფერი არ შეიცვლება,"- განმარტავს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ თუ ვაქცინაციის პროცესი არ დაჩქარდა, შემდეგი ტალღის აღმავლობა გარდაუვალი იქნება, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

"უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ მოსალოდნელია შემდეგი ტალღის აღმავლობა და შეშფოთებას იწვევს ვაქცინაციის ასაკობრივი განაწილება. ის, რომ მძიმე შემთხვევების რაოდენობა დარჩეს დიდი პროცენტი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება არ შემცირდეს. დღესვე უნდა მოხდეს პრობლემის გამოსწორება,"- აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე.

დღის ამბები