02 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
29 გარდაცვლილი, 1 743 ინფიცირებული და 2 266 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო მონაცემი - 613 012 გახდა. 

გარდაიცვალა კიდევ 29 კოვიდინფიცირებული ადამიანი - კოვიდ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციას საქართველოში სულ - 8 946 პაციენტი შეეწირა.  

ინფექციისგან განიკურნა 2 266 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო მონაცემი - 585 071 გახდა. 

ამ ეტაპზე ​ქვეყანაში კორონავირუსის 18 969 აქტიურ შემთხვევა ფიქსირდება.

გუშინ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყნის მასშტაბით 10 347 ადამიანი აიცრა. 

დღის ამბები