ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერის" აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანებისთვისაც აცრა ისეთივე აუცილებელია, როგორც იმ ადამიანებისთვის ვისაც ვირუსი ჯერ არ შეხვედრია.
"ვისაც კოვიდიგადატანილი არ აქვს აუცილებლად უნდა აიცრას და ასევე მათაც ვინც გადაიტანა. ტყუილია ის, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება, ყველასთან არ რჩება.
ანტისხეულებით იმუნიტეტის შეფასება არის სანახევროდ შეფასება. კოვიდგადატანილებს კი ზოგს მაღალი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ ყველას არ აქვს. უმეტესობაში იმუნიტეტი ქვემოთ ჩამოდის,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.