ჩოხატაური ხევის საარჩევნო უბანთან, 30 მეტრის რადიუსში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯემალ ბერიძე იმყოფებოდა. მას ამ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრად თავისი შვილი, ანა ბერიძე ჰყავს დანიშნული.
ჯემალ ბერიძე ითხოვდა, რომ სპეციალური სიით, მაჟორიტარისთვისაც მიეცა ხმა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი დაწერეს.