რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საჩივრები ამ ეტაპზე არ დაწერილა. მერობის კანდიდატებმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.
რუსთავის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ მისი გუნდი შეეცადა საარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად მშვიდი და საქმეზე ორიენტირებული ყოფილიყო. ლაცაბიძის თქმით, მას იმედი აქვს დღესაც გარემო იყოს მშვიდი.
რაც შეეხება, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს, მას რუსთაველების მხარდაჭერის იმედი აქვს.