04 სექტემბერი 2026,   14:51
ვრცლად
კახეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - ახმეტის მერობის კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს

არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს კახეთში. რეგიონში მნიშვნელოვანი დარღვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

უკვე მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი ახმეტის მერობის კანდიდატებმა. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ფიცხელაურმა თქვა, რომ მხარი დაუჭირა გუნდს, რომელიც შექმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახმეტის მერობის კანდიდატმა კი ახმეტის #1 უბანზე მისცა ხმა. ზურაბ ოტიაშვილმა თქვა, რომ მან მხარი ახმეტის განვითარებას დაუჭირა.

დღის ამბები