რიკოთზე ავტომობილებით მოძრაობა შეფერხებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 155 -ე კილომეტრთან, ფერდზე ჩამოიშალა მიწა, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.