ფოთში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხარვეზს აფიქსირებენ. მათი განცხადებით, მე-19 საარჩევნო უბანზე სხვა საარჩევნო უბნის ბიულეტენები აღმოჩნდა, რასთან დაკავშირებით საჩივარიც დაიწერა.
"მე-19 საარჩევნო უბანზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენები იყო ერთ-ერთ ბლოკნოტში, სულ სამი ბიულეტენი, რომელსაც მითითებული ჰქონდა სხვა უბნის ნომერი. ამის შემდეგ ჩატარდა ბიულეტენის გაფუჭებისათვის გარკვეული პროცედურები," - განაცხადა 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა გაწერელიამ.