29 აგვისტო 2026,   17:24
ვრცლად
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში ენმ-ს კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს, თუმცა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური ჩატარდება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, 124 უბნიდან ხმები დათვლილია 100 უბანში. არსებული მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური ჩატარდება.

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ლიდერობს, ხატია დეკანოიძეს 43.3% აქვს. 

"ჩვენ აუცილებლად მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე. რაც შეეხება დიდ ქალაქებში ოპოზიციის ლიდერობას, ეს ზუსტად მოწმობს იმას, რომ ამ წარმოუდგენელი მასშტაბებით მანიპულაციების, მოსყიდვების, ფულის და სისტემასთან დაპირისპირების ფონზე ადამიანებმა ისე გამოხატეს თვისი ნება, რომ "ქართულ ოცნებას“ გაყალბების ეს მასშტაბები არ ეყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ნამდვილად ოპოზიციამ აჩვენა ღირსეული შედეგი, შესაბამისად ეს შედეგები ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ქართული ოცნების" კანდიდატს იოსებ ხახელეიშვილს კი 41,56% აქვს.

"კიდევ უფრო მეტად შევეცდები იმას, რომ მეორე ტურში დავამტკიცო ჩემი ქალაქის სიყვარული არის უფრო მნიშვნელოვანი. შედეგი რაც დადგა, არ იყო მოსალოდნელი, ვფიქრობდი, რომ მე მექნებოდა ისეთი მხარდაჭერა, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა," - აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

დღის ამბები