01 დეკემბერი 2021,   09:38
ვრცლად
ოსმალების მიერ განადგურებული ქართული უძველესი ყურძნის ჯიშების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს - BBC-ის რეპორტაჟი ქართული ღვინის კულტურაზე

საქართველო უძველესი ღვინის კულტურის მატარებელია, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ეს კულტურა სხვადასხვა დამპყრობლის შემოსევების შემდეგ დაიკარგა - ამის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟშია ნათქვამი. ამავე მასალის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი ქვეყანამ მეთექვსმეტე საუკუნეში განიცადა, როდესაც ოსმალები საქართველოში შემოიჭრნენ.

დღეისათვის კი ქართველი მკვლევრები და მევენახეები ცდილობენ აღადგინონ 400 წლის წინ დაკარგული ყურძნის ჯიშები და თავიდან შეიმეცნონ ის უნიკალური კულტურა, რომელსაც უძველესი ღვინის გემოზე გავყავართ.

"სამცხე-ჯავახეთის პეიზაჟები იდეალური შეხამებაა ბუნებისა და ადამიანის შემოქმედების. ამის საუკეთესო მაგალითია სამონასტრო კომპლექსი ვარძია, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში იქნა "გამოთლილი" ერუშეთის ვულკანურ კლდეებში. ამ პერიოდში ღვინის დასამზადებელი ტერასები მთელ ქვეყანაში იყო გავრცელებული და ვარძიაც არ იყო გამონაკლისი. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის აზრით, საუკუნეების მანძილზე ქვეყნის მტრები და დამპყრობლები მიხვდნენ, რომ საქართველოს მთავარი ეკონომიკური ღერძი სწორედ ღვინის წარმოება იყო, რის შემდეგაც მათ დაიწყეს შემოსევების დროს ვენახების განადგურება." - განაცხადა BBC-სთან ქართველმა გეოგრაფმა თამარ ხარძიანმა.

ოსმალებმა, რომლებმაც გაანადგურეს ვარძიაში ვენახები, ჩაატარეს აღწერა, სადაც მოცემულია სასოფლო-სამეურნეო ინფორმაცია. ისინი ინიშნავდნენ ვენახებს რაოდენობის მიხედვით. მთელი ინფორმაციის გეოლოკალიზება უკვე მოხერხდა.

"ხიზაბავრას" ღვინის ტერასები პირველია, რომლის რეაბილიტაცია და აღდგენა მოხერხდა. ამ მიწებზე ოთხი საუკუნის განმავლობაში ღვინის წარმოება შეუძლებელი და სრულად შეჩერებული იყო. პირველი მოსავალი 2018 წელს აიღეს.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები