პოლიციამ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავა. ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები, თითქმის 3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და ერთ-ერთი ასეთი გადაადგილებისას დააკავეს ისინი წყნეთში, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაკავებულები ახლა წყნეთის პოლიციის განყოფილებაში არიან. ბრალდებულებს უახლოეს მომავალში გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რადგან მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.