19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
100 წლის ბრალდებულის პროცესი გერმანიაში, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკში 3500-ზე მეტი ადამიანის წამება და მკვლელობა ედება ბრალად

გერმანული სასამართლო ნაცისტური საკონცეტრაციო ბანაკის ყოფილ ზედამხედველს, 100 წლის იოზეფ შუტცს ასამართლებს. საკმაოდ მხცოვან ბრალდებულს, რომელიც სასამართლო განხილვისას დარბაზში სახეს მუყაოს ქაღალდით იფარავდა, 3 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

საკონცენტრაციო ბანაკი ზაკსენჰაუზენი  ერთგვარი საწვრთნელი პოლიგონი იყო, სადაც ნაცისტები პატიმრების დასასჯელად სხვადასხვა მეთოდებს ცდიდნენ, ეს იყო პატიმართა ბანაკი, სადაც ნაცისტებმა ათასობით ადამიანი აწამეს და მოკლეს.  

სასამართლო პროცესს აღნიშნულ ბანაკში დაღუპულების ნათესავები და მცირე რაოდენობით გადარჩენილი ყოფილი პატიმრები ესწრებიან. 

განსასჯელის სკამზე მყოფი 100 წლის იოზეფ შუტცი ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში ზედამხედველად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. ის არც ბრალს აღიარებს, ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზეც და ბოდიშის მოხდაზეც

დღის ამბები