30 აგვისტო 2026,   20:35
ვრცლად
"ყაზბეგობა 2026" - ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი

ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა 2026" აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობაა დაგეგმილი, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები. საღამოს გალაკონცერტი დაასრულებს.

მოსახლეობას დღესასწაული, პარლამენტის წევრმა, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ მიულოცა. 

"მინდა, ამ ულამაზესი კუთხიდან, ხევიდან მივულოცო ყაზბეგობა სრულიად საქართველოს. ყაზბეგობა არ არის მხოლოდ ერთი დღის დღესასწაული, ეს არის მთის, ტრადიციების, წარსულის, ისტორიის ზეიმი და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება გაფრთხილება, შენახვა, მომავალ თაობაზე გადაცემა.

დღევანდელი თავშეყრა მრავალთაობიანია, ყველა თაობის წარმომადგენელი არის აქ.  ეს ერთობა სწორედ ამას განაპირობებს, რომ არ დავივიწყებთ სამშობლოს, არ დავივიწყებთ მთას, არ დავივიწყებთ ტრადიციებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მოქალაქეებს "ყაზბეგობა" ასევე მილოცა,პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

"მახარებს ფაქტი, რომ წლიდან წლამდე დღევანდელ ღონისძიებას მეტი ახალგაზრდა ესწრება. რაც კიდევ უფრო მეტად იმედისმომცემი და სასიხარულოა არის, ის რომ ამ კუთხეში უფრო მეტი მოხევე დაფუძნდება. ამავდროულად, თითოეული მოხევე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ მესაზღვრეს, ამ კუთხისა და ქვეყნის კარიბჭეს ჩვენი ყაზბეგის, ჩვენი დარიალის, ამ კუთხის განვითარება, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები