28 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
მსოფლიოში ვაქცინები უთანასწოროდ ნაწილდება... ჩვენ წარუმატებლობის უფსკრულთან ვდგავართ - ჯანმოს დირექტორი

გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტმა "ბუსტერ" დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ქვეყანაში ამ დრომდე, "ბუსტერ" დოზის გამოყენება, რეკომენდებული იყო მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის, ახლა კი აცრის უფლება 70 წელს გადაცილებულ პირებსაც მისცეს. გარკვეული პროფესიების ადამიანების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება უკრაინაში.

აცრის გაკეთება სავალდებულო იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი ადმინისტრაციების წევრებისთვის და ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის.

ლატვიაში კი მაღაზიებში შესვლას მხოლოდ COVID სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ. გამონაკლისს მხოლოდ სურსათის მაღაზიები წარმოადგენენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს ვაქცინის თანაბარი განაწილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

"ჩვენ წარუმატებლობის უფსკრულთან ვდგავართ, თუ მეცნიერების სარგებელს ყველა ადამიანი ყველა ქვეყანაში არ მიიღებს. მსოფლიოში ვაქცინები უთანასწოროდ ნაწილდება. ჩვენი მიზანია წლის ბოლომდე ყველა სახელმწიფოში მოსახლეობის 40% აიცრას, ხოლო მომდევნო წლის შუა პერიოდისთვის კი 70%. ამისთვის ჩვენ მილიარდობით დოზა ვაქცინა დაგვჭირდება, მაგრამ ამის მისაღწევად ვაქცინის თანაბარი განაწილება დაგვჭირდება,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

დღის ამბები