"კურიერის" ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმში, შენობის ნანგრევებიდან რამდენიმე ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში. ასევე უცნობია, არის, თუ არა მსხვერპლი.
შენობის ნანგრევებში ასევე მოყოლილია 10-მდე ავტომობილი.
რა გახდა შენობის ნგრევის მიზეზი ამ დრომდე ოფიციალური ვერსია უცნობია. ადგილობრივების თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგეს, რას შესაძლოა გაზის გაჟონვით იყო გამოწვეული, რასაც შესაძლოა შემდგომში შენობის ნგრევა მოჰყოლოდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორპუსის მე-6 სართულზე მიმდინარეობდა რაღაც ტიპის დაშენება და სწორედ ეს გახდა ნგრევის მიზეზი, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ. მოჰყვა, თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული.
"კურიერის" ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.
მიმდინარეობს დამატებითი სამაშველო ბრიგადების მობილიზება.