20 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გადარჩენილი მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გადარჩენილი მამაკაცი, 37 წლის ზვიად თავდგირიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა, თუმცა, დადებითი დინამიკა შეინიშნება. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

დღის ამბები