20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
თერჯოლაში შემთხვევითობის პრინციპით 2 უბნის ბიულეტენები გადაითვალეს - რამდენი ბათილი ბიულეტენი აღმოჩნდა რეალური

თერჯოლაში შემთხვევითობის პრინციპით 2 უბნის ბიულეტენების გადათვლა განხორციელდა.

ერთ უბანზე არსებული ბათილი ბიულეტენიდან 1 აღმოჩნდა ნამდვილი, 1 ხმა მიეკუთვნა 41 ნომერს და 367 ხმა გაუხდა მერობის კანდიდატ ლაშა გოგიაშვილს.

მეორე უბანზე კი ბათილი 48 ბიულეტენიდან, რეალურად, 47 იყო ბათილი.

თერჯოლის 49-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 2 საჩივარი იყო შესული, აქედან ერთი მეათე უბნის გახსნას და გადათვლას ეხებოდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 5 უბნიდან სწორედ ეს უბანი გაიხსნა და შესაბამისად საჩივარი დაკმაყოფილებულად ჩაითვალა.

ხოლო სამართლებრივ აქტებს, ხმათა უმრავლესობით მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, სამმა თავი შეიკავა.

დღის ამბები