20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
საქართველო ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს

11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა. გლოვის ნიშნად დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ნახატი, სადაც გახლეჩილ გზას ბიჭი დედასთან ერთად მიუყვება, 12 წლის დათა შომახიამ ტრაგედიამდე დახატა. ის დედამ წინა დღეს სოციალურ ქსელში ატვირთა. რამდენიმე საათში კი დედა-შვილის სიცოცხლე 7 სართულიანი კორპუსის ნანგრევებმა შეიწირა. მამა სახლიდან დანგრევამდე 15 წუთით ადრე გავიდა, უფროსი ძმა კი იმ დროისთვის სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდა.

81 წლის გარდაცვლილი ქალის შვილი საკუთარ ბინაში ტრაგედიის დღეს დის შვილთან ერთად იყო. 

26 მასისის ტარგედიისას დავლაძეების ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. 1 წლის ერეკლე, 9 წლის ანასტასია, მათი დედა, 36 წლის ინგა მეკეიძე და ბავშვების ბიძა ნუგზარ დავლაძე, რომლის ცხედარიც მაშველებმა ბეტონის ნანგრევებში ძმისშვილთან ჩახუტებული იპოვეს. ნგრევისას სახლში არ იყო ბავშვების მამა და კიდევ ერთი შვილი, რომელიც მამამ დილით ბაღში დატოვა.

რამაზ დავლაძემ საკუთარი ოჯახის 4 წევრი გუშინ დაკრძალა, დღეს კი მეზობლების პანაშვიდზე მივიდა.

ხალხის ნაკადი ეკლესიაში დილიდან არ წყდებოდა, ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჩაატარა.

დღის ამბები