"ქართული ოცნების" წევრებმა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სამეგრელოდან კონტრაქცია-პერფორმანსით გამოაცილეს.
აბაშაში შეკრებილებმა "ნაციონალური მოძრაობისა" და მსჯავრდებული პრეზიდენტის მხარდამჭერებს ცოცხები დაახვედრეს.
"მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და როდესაც გავიგე იყო აქცია, მოვედი, ეს არის მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც იმართება თავისუფლებისთვის, ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც მათ მოკლეს,"- აცხადებს თამაზ ფაცაცია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტის დეპუტატის ანი წითლიძის ინფორმაციით, ენმ-ს კოლონას გზა 30 კაციანმა ჯგუფმა ცოცხებით გადაუკეტა. მისივე განცხადებით, მათ შორის არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრები თამაზ ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო და მამუკა თოლორაია.