20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ვინც ჰოსპიტალში ხვდება 98% აცრილი არ არის, უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ინფიცირებული პირების უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის.

"სტატისტიკა რასაც გვეუბნება, ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე იმ პირების უდიდესი ნაწილი ვინც ჰოსპიტალში ხვდება ასევე არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ უდიდესი ნაწილი, ეს არის 98%. ასევე, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება.

უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს რეალურად როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და კიდევ უფრო მეტად ძლიერად გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია DELTA შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში,"-აღნიშნა დღის კურიერში" თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები