გიგი უგულავა დაჯარიმდა - პოლიტიკოსს იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარის გადახდა მოუწევს.
გიგი უგუავა 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, მანამდე კი ერთი კვირით ადრე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.
აქციაზე გამოჩენისთანავე საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები გამოჯანმრთელებული იყო, თუ არა უგულავა, რაზეც მან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სრულად გამოჯანმრთელებული იყო. პოსტს მან თან დაურთო 15 ოქტომბერს ჩატარებული კვლევის - PCR ტესტს პასუხიც.