დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირისთვის დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"2020 წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ბ. ხ. -ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით.
შეტყობინების მიღების შემდგომ, ბ. ხ. -სთან გარემოებების დაზუსტების მიზნით ჩატარდა გასაუბრება, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან ბ ხ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,ე’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით," - ნათქვამია განცხადებაში.