20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ემუქრებოდა თუ არა ზურაბ ბერიძე ანასტასია შატალოვას სიცოცხლის მოსპობით - მოკლული ქალის ადვოკატი ძველ ჩვენებას ასაჯაროებს

თბილისში მოკლულ ანასტასია შატალოვას უფლებადამცველი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს - პაატა შავაძემ მედიასთან შატალოვას მიერ ივნისში მიცემული ჩვენება გაასაჯაროვა, სადაც ის ბათუმის ყოფილი ვიცემერის მხრიდან ლიკვიდაციის მუქარაზე საუბრობს. ჩვენების თანახმად, ზურაბ ბერიძე შატალოვას ე.წ. ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ადვოკატ პაატა შავაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის განკარგვის საკითხზე. შავაძე მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ, ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.

პაატა შავაძე ასევე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ანასტასია შატალოვას მიერ მიცემული ამ კონკრეტული ჩვენებით.

 

დღის ამბები