მარნეულის ბაზარში ხანძარი იყო. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით 70-კვ. მეტრზე იყო გავრცელებული, ხანძრის ლიკვიდირება კი სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა მალევე შეძლეს.
"რადიო მარნეულის" ცნობით, დამწვარია 9 ობიექტი, მათ შორის ჭურჭლის და ტანსაცმლის მაღაზიები.
ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. ცეცხლი მარნეულის ბაზარში გუშინ გაჩნდა.