16 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
აწყობენ პროვოკაციას, გლდანის მე-18 დაწესებულებაში ათასობით პატიმარია, უნდათ დადგან სცენები - ადვოკატიები სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

როდის გადაიყვანენ მსჯვარდებულ მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ეს ჯერ უცნობია. მოშიმშილე ექსპრეზიდენტს რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი უფლებადამცველები შეხვდნენ.

უფლებადამცველები მოითხოვენ, რომ საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში პატიმარი ექსპრეზიდენტი არა გლდანის მე-18 დაწესებულებაში, არამედ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულ პირობებს არ ითხოვს.

"განსაკუთრებულ პირობებს მიხეილ სააკაშვილი არ ითხოვს და უბრალოდ როგორც არის პრაქტიკა, როგორც არის წესი, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში გადაჰყავთ სხვა სამოქალაქო კლინიკებში, ამაზე არის საუბარი. დღეს ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებული იქნეს გლდანის ციხეში," - აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას აწყობს.

"ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც აქვს ციხის ადმინისტრაციას პენიტენციურ სამსახურს მთელი წლების მანძილზე. მეორე, ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ისინი არ ზრუნავენ, მიხეილ სააკაშვილის, რომლის ხელისუფლების პერიოდში საქართველოში კრიმინალი დამარცხდა, ახლა ამბობენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში უნდა იქნეს გადაყვანილი, სადაც არის ათასობით პატიმარი, მსჯავრდებული სხვადასხვა საქმეებზე და იქ უნდა ხელისუფლებას დადგას რაღაც პროვოკაციული სცენები," - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღის ამბები