20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
იდეალური დასვენებისთვის და დისტანციურად მომუშავეებისთვის - Forbes-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

"საქართველო, ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის მიმზიდველი მიმართულებაა" - წერს გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა ფორბსი და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

მოყვანილია, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ციტატა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის შესახებ.

"ცხოვრების შედარებით დაბალი ფასები, ხელმისაწვდომი "Wi-Fi", საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვების ფართო არჩევანი დისტანციურად მომუშავეთათვის მიმზიდველია. თბილისი ძალიან პოპულარული გახდა ამ პროექტის მონაწილეებისათვის, რასაც ხელი შეუწყო გრძელვადიანი ვიზების გაცემამ, შედეგად 3 ათასზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, ხოლო ქვეყანას ათასზე მეტი აპლიკანტი ეწვია. ამ პროექტმა პოზიტიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ სექტორზე, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი დისტანციურად მომუშავე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის შიგნით მოგზაურობს".- ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს უნიკალური სავიზო რეჟიმი აქვს, რაც უცხოელებს ქვეყანაში ერთ წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელებს დიდი ხნით დარჩენა შეუძლიათ.

"საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველო პატარაა, მაგრამ საოცრად მიმზიდველი როგორ მოგზაურებისთვის ასევე დისტანციურად მომუშავეთათვის. აქ ყველა რაღაცას იპოვის. პლაჟის, მთების, ღვინის, კულინარიის მოყვარულებს შეუძლია იმოგზაურონ, ისიამოვნონ და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ საქართველოში," - ამბობს რანა გუდი.

დღის ამბები