16 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
პენიტენციური სამსახურის გუშინდელი განცხადება იყო სასაცილო და უსაფუძვლო - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დაწესებულებაში - ეს, სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან რეანომობილიც არის მობილიზებული, რომელითაც საჭიროების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს უკვე ერთ საათზე მეტია მისი უფლებადამცველები ხვდებიან. რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა ლიზა იასკოც.

"პენიტენციური სამსახურის გუშინდელი განცხადება იყო სასაცილო და უსაფუძვლო, არავითარი რეალური სამართლებრივი მას არ ჰქონდა და ეს კარგად ჩანდა თავად განცხადების ტექსტში. ერთადერთი სურვილი იკვეთება ამ განცხადებაში, რომ მიხეილ სააკაშვილს აუკრძალონ ხალხთან კომუნიკაცია, გაწყვიტონ და მოაქციონ სრულ იზოლაციაში, რაც, ბუნებრივია, მათ არ გამოუვათ.

მისი გლდანის ციხეში გადაყვანის მცდელობა არის იმისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს რაღაც ტიპის დისკომფორტი შეუქმნან," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპყრობილესთან შეკრებილ მხარდამჭერებს ფანჯრიდან ესალმება, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტება გააკეთა. "სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია, ის საშხაპე ოთახში იმყოფებოდა" - განაცხადეს უწყებაში.

დღის ამბები