20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
exclusive: რას ჰყვება თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მამა კონფლიქტზე მის შვილსა და ბათუმის ყოფილ ვიცე მერს შორის 

"კურიერის" ექსკლუზივი - ინტერვიუ თბილისში მოკლული 25 წლის ქალის, ანასტასია შატალოვას მამასთან. საქართველოში ჩამოსული სერგეი შატალოვი ​ახსენებს ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს, რომელთანაც შატალოვას ბავშვის გამო კონფლიქტი ჰქონდა.

რესპონდენტი შვილიშვილისთვის ბრძოლას აპირებს და ადასტურებს, რომ მის ქალიშვილს ზურაბ ბერიძესთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა, რომლის მთავარი მიზეზი მცირეწლოვანი შვილი იყო.
მოკლულის მამა ბავშვზე მეურვეობას ითხოვს, თუმცა საქართველოდან წაყვანას არ აპირებს.

"ზურას არ დაურეკავს ჩვენთვის, არც სამძიმარი უთქვამს, ჩამოვიდა და ბავშვი წაიყვანა. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ამ ბავშვის უფლებებისთვის. მამას არ ნახულობდა, ძიძას არის შეჩვეული. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მის წაყვანას რუსეთში არ ვაპირებთ, გვინდა აქ გაიზარდოს. მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ როგორც ბავშვის მამა იქცევა, არაკაცური და არაქართულია,"- აცხადებს სერგეი შატალოვი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები