20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
მოსალოდნელია, რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატოს გარდაცვალებულთა რაოდენობამ - ივანე ჩხაიძე

მედიკოსების განცხადებით, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი ლეტალობის მაჩვენებლის მოსალოდნელ ზრდას მოასწავებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი ნოემბრის პირველ ნახევარშია:

"სიკვდილიანობის გაზრდასთან  პირდაპირ კავშირშია ინფიცირების შემთხვევების გაზრდა. თუ მოიმატებს ინფიცირება ამას 3-4 კვირის შემდეგ მოჰყვება ლეტალობის გაზრდაც. ამიტომ, სამწუხაროდ, თუ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ოქტომბრის გარკვეულ პერიოდში ერთი კვირის მანძილზე გვქონდა მკვეთრად მომატებული ინფიცირების რაოდენობა, მოსალოდნელია რომ ნოემბრის პირველ კვირას მოიმატოს გარდაცვალებულთა რაოდენობამ,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები