20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
რა ჩანს ფარულად მოპოვებულ ვიდეომტკიცებულებებში - დათუნა სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმე 

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ფარულად მოპოვებულ ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

კადრებში გუგა ბარბაქაძე საუბრობს მენაბდის დაჭრის ფაქტზე. 

"ამ ფარულ ჩანაწერებში არ ჩანს არანაირი ბრალეულობა მენაბდისა. მით უმეტეს იმ პირის მხრიდან, რომელიც დღეს ადანაშაულებს მას დანაშაულის ჩადენაში. ის ასახელებს იმას, ვინ დაჭრა მენაბდე თვითონ, თორემ მენაბდეს რომ რაიმე ქმედება აქვს ჩადენილი, მაგას არ ამბობს," - აცხადებს გიორგი მენაბდის ადვოკატი, დავით დადიანი. 

გიორგი მენაბდე ოთხი თვის წინ დააკავეს და მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მას დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მანამდე 2017 წლიდან ამ საქმეში ის მხოლოდ მოწმის სტატუსით იყო. გიორგი მენაბდე მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 

დღის ამბები