თბილისში მხატვარ ლადო გუდიაშვილის სახელობის განახლებული მოედანი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2018 წლიდან პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში მიმდინარეობდა.
უკვე რეაბილიტირებული და განახლებული მოედნის გახსნას დღეს პრემიერი და ქალაქის მერი დაესწრნენ. მერიის ინიციატივით, რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდა მიმდებარე ტერიტორიასა და შენობებსაც.