ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "დღის კურიერის" ეთერში ახალ შტამზე საუბრობს და განმარტავს, რომ "დელტა" ვარიანტის ქვე შტამი შესწავლის პროცესშია.
"დელტა" შტამის მუტაციის შედეგად ახალი ქვე შტამი წარმოიქმნა. რუსეთის გარდა ეს შტამი გვხვდება დიდ ბრიტანეთში, ამაზე დაკვირვება მიმდინარეობს, ამიტომ მტკიცებითად ვერ ვისაუბრებთ არის, თუ არა მძიმე შტამი და სწრაფად გავრცელებადი.
დროთაგანმავლობაში ინფორმაცია განახლდება და მეტი რამ გვეცოდინება, რაც ახლა ვიცით არის ის, რომ შედარებით მძიმედ ვითარდება და სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ მინდა მოსახლეობა შეშინდეს და ეს არის პირველადი ინფორმაცია და ჯერჯერობით ბოლომდე არაფერია შესწავლილი.
სანამ პანდემია იქნება ყოველთვისაა რისკი, რომ ახალი შტამი გაჩნდეს წინაზე უფრო მძაფრი. ამიტომ ჯანმო მოუწოებს ყველას ქვეყნებმა მალე მოახდინონ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.
ჩვენი როლია წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში, ვაქიცნაცია აუცილებელია,"- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.