30 აგვისტო 2026,   17:22
ვრცლად
ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს შეწყალება და დატოვეს საპატიმრო, დღეს თავს ესხმიან, ბულინგის ქვეშ ამყოფებენ და ათასგვარ ბინძურ ნიაღვარში ატარებენ - ალუდა ღუდუშაური

ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება ოპოზიციის ინტერესში არ შედის, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკას.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს გეგმა ჩაუვარდათ, რადგან დაკავებულები მხოლოდ საკუთარი სცენარებისთვის სჭირდებათ და მსჯავრდებულების ბედი საერთოდ არ აღელვებთ.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მათ ოპონენტებს პატიმრების ხარჯზე სურთ პოლიტიკური ქულების მიღება.

"უსამშობლო ჯგუფებმა, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, გულანთებული, მათ შორის შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების ხარჯზე, პოლიტიკური ქულების მიღებისთვის სცადეს სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმა.

ადამიანებმა მოინანიეს და შეწყალების თხოვნით მიმართეს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი, ჰუმანური ნაბიჯია. ადამიანებმა, რომლებმაც მიიღეს შეწყალება და დატოვეს საპატიმრო, დღეს მათ თავს ესხმიან, ბულინგის ქვეშ ამყოფებენ და ათასგვარ ბინძურ ნიაღვარში ატარებენ - სამარცხვინოა.

მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ძალიან მრცხვენია. ამ ადამიანებისთვის არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს. ადამიანებმა საპატიმრო დატოვეს, შეწყალება ითხოვეს და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა აქვთ.

სამარცხვინოა, მათ ეუბნებიან, რომ უნდა ყოფილიყვნენ საპყრობილეში. ისინი სხვა პატიმრობის ხარჯზე ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების მოპოვებას. ეს არის ამორალური", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ბოლო დღეებია, ოპოზიცია და მათი აქტივისტები სამიზნეს ძალადობრივი აქციების დროს იმ დაკავებულს მსჯავრდებულებზე ასწორებენ, რომლებმაც შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს და საპატიმრო დატოვეს. სოციალურ ქსელში, ამჯერად, მორიგი პოსტი აქტივისტმა დავით ჩხეიძემ გამოაქვეყნა.

 

დღის ამბები