16 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ზუგდიდელებმა ნდობა მმართველ პარტიას და მამუკა წოწერიას გამოუცხადეს - მან ანზორ მელიას თითქმის 4%-ით აჯობა

ზუგდიდელებმა ნდობა მმართველ პარტიას და მამუკა წოწერიას გამოუცხადეს. მან ანზორ მელიას თითქმის 4%-ით აჯობა. დამარცხებული კანდიდატი დღეს არსად გამოჩენილა, მის ნაცვლად კი თანაპარტიელებმა ისაუბრეს.

სამაგიეროდ აქტიურად ჩანდა გამარჯვებული კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველს მადლობას უხდის.

"მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" მრავალგზის მცდელობისა, შეექმნათ ყალბი, დაძაბული გარემო, ჩვენ შევქმენით გარემო, როდესაც ზუგდიდელ მოსახლეობას თავისუფლად მივეცით თავიანთი ნების დაფიქსირების საშუალება. პირველივე სამუშაო დღიდან ჩვენ შევუდგებით იმ პრიორიტეტების განხორციელებას, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ მოსახლეობასთან შევჩერდით,"- აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერია.

დღის ამბები