16 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა არ იგეგმება - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები