19 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

5 ივლისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.

დაკავებულებს "რუსთავი2-ის", "ფორმულას", "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ასევე, რამდენიმე გამოცემის ფოტოგრაფის მიმართ ძალადობას ედავებიან.

თავს დამნაშავედ არცერთი ცნობს.

დღის ამბები