01 მაისი 2024,   14:50
ვრცლად
თეირანთან ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები განახლდა

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები თეირანსა და მსოფლიოს წამყვანი ძალების წარმომადგენლობას შორის ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, 29 ნოემბერს განახლდება.

ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურმა გაავრცელა.

მოლაპარაკებების მიზანი, ირანის ბირთვული პროგრამის 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების კვლავ ამოქმედებაა. შეხვედრები ვენაში გაიმართება, მოლაპარაკებაში მონაწილეობას  მიიღებენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ირანი. 

დღის ამბები