29 აგვისტო 2026,   11:41
ვრცლად
აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები, აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ - ბერი ათინოგენე

სალხინოს მონასტერთან პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ წარგზავნილმა პირებმა და პოლიციამ განკვეთილ ბერებს მონასტრის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, ნაწილი მათგანი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა დანარჩენი ნაწილი მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

"აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები, აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ. მთელ საქართველოს მოვუხმობ. ვისაც სინდისი აქვს და თქვენს თავში დაფიქრებულხართ რა ხდება ამ ქვეყანაში,"- აცხადებს ყოფილი არქიმანდრიტი ათინოგენე.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. 

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე. 

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის  სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

ამავე თემაზე
დღის ამბები