04 სექტემბერი 2026,   03:09
ვრცლად
თეა წულუკიანი დოლოჭოპის ტაძრის მდგომარეობას გაეცნო 

თეა წულუკიანი დოლოჭოპის ტაძრის მდგომარეობას გაეცნო - ტაძარი რომელიც მე-4 - მე-5 საუკუნეებით თარიღდება პერიოდულად იტბორება.

გაირკვა, რომ 2018 წელს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესში მდინარე დურუჯისთვის კალაპოტის შეცვლის შედეგად, ტაძრის ტერიტორია პერიოდულად მდინარის წყლით იტბორება, რაც მას საფრთხეს უქმნის და აზიანებს. ადგილზე ტაძრის გადარჩენის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

"ამ თარიღის ამ ზომის ტაძარი საქართველოში დღემდე არ ყოფილა იდენტიფიცირებული. მნიშვნელოვანია ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ვინაიდან ჩვენი უწყების მიერ უკვე კონსერვაცია შენახვა-შენარჩუნების სამუშაოებია განსახორციელებელი, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ ამ აღმოჩენას დრო და დრო აზიანებს მოვარდნილი წყალი.

ჩვენი ძეგლთა დაცვის სააგენტო კულტურული სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს აღმოჩენა გადარჩეს, შენარჩუნდეს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები