20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"ძალიან მძიმე ზამთარი გველის, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ..." - კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი საგანგაშოდ იზრდება

საქართველოში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი საგანგაშოდ იზრდება, კრიტიკულ ზღვარს აღწევს ინფიცირებულთა რაოდენობაც. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ თუ ასე გაგრძელდება, საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები მალე აღარ იქნება. 

"ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმე რჩება, დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან მაღალი ციფრია და ძალიან სახიფათო ტენდენციაა, რომ მომავალი დღეების განმავლობაში ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ რესურსს, ამ ციფრის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე ზამთარი გველის. მნიშვნელოვანია ყველამ გაითვალისწინოს ეს მართლაც სერიოზული გამოწვევა. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა," - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

გასულ დღე ღამეში კიდევ 5240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა მხოლოდ 4942-ია.

დღის ამბები