20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
შსს-მ დააკავა პირი, ვინც, თითქოს, სწრაფ სესხს გასცემდა, სინამდვილეში კი საბანკო მონაცემებს იპარავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი პირის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვებას და სისტემაში უნებართვო შეღწევას ედავებიან. საუბარია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით არაერთგზის ჩადენილ დანაშაულზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 წლის ბრალდებულმა Facebook-ზე შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა. დაინტერესებული პირები ამ გვერდზე საბანკო ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც, რეალურად, ბრალდებულის პირად გვერდზე იგზავნებოდა. ამ საქმეს 14 დაზარალებული ჰყავს.

დღის ამბები