2021 წლის 3 კვარტალში საქართველოში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა (I კვარტალი -1247 II კვარტალი-1515 III კვარტალი- 1573) დაიღუპა 305 ადამიანი (I კვარტალი -94 II კვარტალი-95 III კვარტალი- 116) დაშავდა 5746 (I კვარტალი -1613 II კვარტალი-1982 III კვარტალი- 2151). ამის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალია, თბილისში, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში, კახეთსა და აჭარის რეგიონში.
დაღუპულთა შორის 0-16 წლამდე 4 მოზარდია. 27 დაღუპული კი 17-25 ასაკისაა.
ავარიის ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა : შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ხშირად მონაწილეობს მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები და მოტოციკლი.